თსუ-სა და საბანკო სექტორს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თსუ-სა და საბანკო სექტორს შორის მემორანდუმი გაფორმდა
15:49 24.04.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბანკო სექტორს, საბანკო ასოციაციასა და საბანკო ტრეინინგების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას წამყვან საბანკო ინსტიტუტებში გაივლიან.
„საბანკო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტები აუცილებელ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ, რომელიც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ. იმედი გვაქვს, მათი მოღვაწეობა ბანკებში ორმხრივად წარმატებული იქნება“ - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, პარტნიორობის ახალი ეტაპი, რომელიც თსუ-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახალ კადრებს, მით უმეტეს, ისეთი მოწინავე უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია“ - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
სამომავლოდ, უნივერსიტეტში მსგავსი მემორანდუმების გაფორმება სხვა სამრეწველო თუ სავაჭრო ტიპის საწარმოებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო სტუქტურებთანაც იგეგმება. მემორანდუმს უნივერსიტეტის მხრიდან ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერა ხელი.

ბეჭდვა