ამირან იანვარაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა
ამირან იანვარაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა
15:42 24.04.2012
ამირან იანვარაშვილი ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა და მასში კასპიდან იანვარაშვილთან ერთად, ტრისტან ფეიქრიშვილიც მონაწილეობდა.
ამირან იანვარაშვილმა ფინალამდე ქულების დიდი რაოდენობით მოლდოველი, ლიტველი და სომეხი სამბისტები დაამარცხა. იგი რუსეთის წარმომადგენელს გასტიანს შეხვდა და მისი დამარცხების შედეგ ევროპის ჩემპიონობა დაისაკუთრა.
„კასპს მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს, განსაკუთრებით ჭიდაობაა პოლულარული. სპორტის ამ სახეობაში არაერთი სახელგანთქმული ფალავანი გვყავს და ჩვენი მოვალეობა მათი წინსვლის ხელშეწყობაა და ამიტომაც, პერსპექტიულ ახალგაზრდებს ვაფინანსებს. ასე იყო იანვარაშვილის შემთხვევაშიც“ - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა.
ამირან იანვარაშვილს ჩემპიონის მედალი რუმინეთის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა, ოქტომბერში კი, ამირანაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართ პირველობაზეა მიწვეული.


ბეჭდვა