ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში, სახელწოდებით „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გარდამტეხი მომენტები“ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ივანე ჯავახიშვილის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ თემებს მიეძღვნა, მათ შორის იყო - „ივ.ჯავახიშვილი კონსტანტინოპილის დაცემის ზეგავლენის შესახებ არმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროზე“, „ივ.ჯავახიშვილის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დამდეგს“, „ილია და ივანე ეპოქის სათავეებთან“ და სხვა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია სახელწოდებით „ივ.ჯავახიშვილი თანამედროვე მომენტის შესახებ“ თსუ-ს პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის მოხსენებით და დისკუსიით დასრულდა.
