საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა კორინთელი (ზუმბა) გახდა.
ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ზაზა კორინთელის, გივი კუბლაშვილისა და გიორგი ჯანოაშვილის კანდიდატურები წარუდგინა, საიდანაც პარლამენტმა დღეს კენჭისყრით კორინთელი აირჩია.
ზაზა კორინთელი (ზუმბა) 2004 წლიდან ფესტივალ ""არტ-გენის" დამფუძნებელი და არტ-დირექტორია. კორინთელი საქველმოქმედო ფონდი "წამი"–ს დამფუძნებელია.
