სამხრეთაფრიკული ბიზნეს დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვევა
სამხრეთაფრიკული ბიზნეს დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვევა
09:59 24.04.2012
საქართველოში ვიზიტით მყოფი სამხრეთაფრიკული ბიზნეს დელეგაციის წევრები დღეს რუსთავის იუსტიციის სახლს მოინახულებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის სამინისტროს სახელმწიფო აპარატიდან აცნობეს, დელეგაციას მეგზურობას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია გაუწევს.
დელეგაციის წევრებისთვის იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემის პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.
დელეგაციის წევრები ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვევიან, სადაც მათ სააგენტოს თანამშრომლები ავტომობილის მართვის მოწმობის გაცემის პროცედურებს გააცნობენ.
სამხრეთ აფრიკის დელეგაციის წევრები რუსთავის საბაჟო–გამშვებ პუნქტს „გეზს“ მოინახულებენ და ტვირთის საბაჟო გაფორმების პროცესს დაესწრებიან.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, საქართველოში სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები იმყოფებიან.
საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა, რომელსაც 70-მდე სამხრეთაფრიკელი ფერმერი და ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროს წარმოადგენენ.
კონგრესის მიზანს საქართველოში სამხრეთაფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და სამხრეთაფრიკელ ფერმერთა გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ბეჭდვა