„საქართველოს ბიბლიოთეკის კვირეული - 2012“-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დღეს პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, პრეზენტაცია თემაზე - „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“ შედგება.
პრეზენტაციაზე ილიაუნის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები, სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული კატალოგი და სხვა სახის საკითხები განიხილება.
პრეზენტაციის პარალელურად რარიტეტული წიგნების გამოფენა გაიმართება.
