თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „საბურთალო-1“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 18.00 საათამდე გამსახურდიას გამზირის, საბურთალოს, იყალთოს, ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონის, ნატახტარისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს არ მიეწოდება, 10-დან 16.00 საათამდე კი, დოლიძის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „ზაჰესი-წევა“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 14.00 საათამდე ბარისახოს, სხვიტორის, ანდრონიკაშვილის, ხანძთელისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 16.00 საათამდე ვაკე-საბურთალოს რაიონში ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების, ნუცუბიძის, იმედაძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება. შუქი 11-დან 17.00 საათამდე ირაკლი აბაშიძის ქუჩის ნაწილსაც გაეთიშება.
ქვესადგურში „მახათა“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10-დან 14 საათამდე ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სიხარულიძის, ამირანაშვილის, ველისციხის, პანკისის, გამყრელიძისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე გაეთიშება გლდანის VIII მიკრორაიონის ნაწილს და მთაწმინდის რაიონში ლერმონტოვის, ქიქოძის, ლეონიძის, მაჩაბლის, რუსთაველის გამზირის ნაწილს, ჩიტაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონეტებს და კოჯრის ახალ გზატკეცილს.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე ნაძალადევის რაიონში თემქის IV კვარტლის, დიდუბის დასახლების, მოლითის, ცოტნე დადიანის, ჯანელიძის, სააკაძის, მანჯგალაძისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
