უახლოეს მომავალში საჯარო სკოლები ახალ ტექნიკურ მოწყობილობას „სქულ ბოქსებს“ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
„სქულ ბოქსი“ სამინისტროს ახალი პროექტია. ეს არის სპეციალური ყუთში ჩატვირთული სისტემა, რომელიც სკოლებს დამატებით ელექტრონულ მომსახურებას გაუწევს.
„სქულ ბოქსის“ აპარატით მოსწავლეები და მასწავლებლები პირდაპირი შეფასების, საკონტროლო სამუშაოების, კონფერენციებისა და ვიდეოგაკვეთილების თანამედროვე მეთოდებით წარმართვას შეძლებენ.
წელს პირველად საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი „სქულ ბოქსების“ დახმარებით ელექტრონულად წარიმართება.
აპარატურის აწყობა კომპიუტერულ ქარხანა „ალგორითმში” მიმდინარეობს.
რამდენიმე კვირაში „სქულ ბოქსები“ 1500 სკოლას დაურიგდება.
ახალი სისტემა სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება.
