თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების
გამო, წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ქინქლაძის, თეთნულდის, სამრეკლოსა და ურიცკის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში ციხისძირისა და წულაძის ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგება.
ლილოს დასახლებაში გამავალ 700 მმ-იან წყალდენზე მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით, 11:00-დან 21:00 საათამდე წყალმომარაგება ლილოს, ლოჭინისა და ვარკეთილის მეურნეობის დასახლებებს, სოფლებს - ლილოსა და გამარჯვებას, ასევე, ვაზიანის სამხედრო ნაწილსა და ქარხანა "კასტელ-საქართველოს" შეუწყდა.
