„ქრისტიან-დემოკრატებმა“ სააღდგომო თემატიკაზე გამოფენა გამართეს
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ სააღდგომო თემატიკაზე გამოფენა გამართეს
18:06 22.04.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში სააღდგომო თემატიკაზე გამოფენა გაიმართა.
გამოფენაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები მონაწილეობდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, ბავშვების ნახატები მოძრაობის ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ჯაბა სამუშიამ დაათვალიერეს. შემდეგ კი, მათ მშობლებს კვირაცხოვლობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა აღდგომის თემატიკაზე საბავშვო ნამუშევრების გამოფენის ყოველწლიურად გამართვა. თბილისის სხვდასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები დღევანდელი დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან და ამისთვის სახარებას გულმოდგინედ ეცნობიან, შესაბამისად, გამოფენას შემეცნებითი ხასიათიც აქვს” - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ბეჭდვა