საქველმოქმედო აქცია სახელმწოდებით „1გვერდი = 1თეთრს“ ხვალ გაიმართება. მას აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან აცნობეს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის ბაზრობა მოეწყობა.
ბაზრობაზე სტუდენტები მათ მიერ შეგროვილ წიგნებთან ერთად, უნივერსიტეტების გამომცემლობისა და ბიბლიოთეკების ლიტერატურას გაყიდიან. თითოეული წიგნის ღირებულება სიმბოლურია და გამოცემის გვერდების რაოდენობით განისაზღვრება.
აქციიდან შემოსული თანხა ძეგვის ბავშვთა სახლს გადაეცემა.
