კოკა სეფერთელაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
კოკა სეფერთელაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
14:31 22.04.2012
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამწვანების აქცია მოაწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქცია დედამიწის დღეს მიეძღვნა და მასში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მონაწილეობდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, გლდანში ფიჭვის 200 ნერგი დარგეს.

აქცია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით მოეწყო. მისი მიზანი ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაა.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 175 ქვეყნის ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა.

ბეჭდვა