დედამიწის დღესთან დაკავშირებით „ფლეშ-მობ შოუ“ გაიმართა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით „ფლეშ-მობ შოუ“ გაიმართა
12:17 22.04.2012
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის ფარგლებში დღეს ვარდების მოედანზე „ფლეშ მობ შოუ“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის დღე“ და „სამოქალაქო საზოაგდოების განვითარების ცენტრი“ არიან.
აქციის ფარგლებში ასამდე მოხალისემ მსვლელობა ფილარმონიიდან ვარდების მოედნამდე მოაწყო. მათ სპეციალური მასიურები და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. მოხალისეებს შორის ველომრბილელები იყვნენ.
„მწვანელთა მოძრაობის“ წარმომომადგენლის ნინო ჩხობაძის განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანი საზოგადოების გამოფხიზლება და გარემოს დასაცავად შესაბამისი მოქმედების დაწყებაა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში დედამიწის დღესთან დაკავშირებით 7 მლრდ აქცია დაიგეგმა, მათ შორისაა თბილისში დღევანდელი აქცია, რომლითაც საქართველო მსოფლიოს უერთდება.

ბეჭდვა