საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლანგეითთან” არსებული ,,თავისუფალი შეხვედრების კლუბი” დღეს ქართული ენის საღამოს გამართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგები და ენათმეცნიერები მიიღებენ. სხვადასხვა სასწავლებლების მოსწავლეები მათ მიერ მოპოვებულ ფოტო და ვიზუალურ მასალას წარმოადგენენ, რომელიც ქალაქში არსებულ დამახინჯებულ ქართულ წარწერებს ასახავს. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გიორგი იასაშვილის მიერ გადაღებული ორიგინალური ვიდეო-კლიპი - „ანბანთქება“.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლანგეითიდან“ აცნობეს, საღამოზე საუბარი უცხოურ ინტერნეტ საიტებზე ქართული ენის ისტორიის დამახინჯების შეგნებულ და უნებლიე შეცდომებზეც იქნება.
საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ენათმეცნიერი გოგი გოგოლაშვილი, 24- ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.
