ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღეს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ნათლობისთვის სულ 850 განაცხადი შევიდა.
ნათლობა ორ ეტაპად ჩატარდება. დღეს 450-მდე ჩვილი მოინათლება, დანარჩენი 440 კი, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ.
ახალგაზრდული ცენტრის ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში ნათლობა 17:00 საათზე დაიწყება. ეს ჩვილთა 22-ე ნათლობაა. 21-ე ნათლობა 19 იანვარს გაიმართა, რომლის დროსაც პატრიარქის ნათლული 575 ბავშვი გახდა. სულ უწმინდესს 11 000-მდე ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
