წინანდალში ყველის ტრადიციული ფესტივალი მიმდინარეობს.
როგორც ღონისძიებაში მონაწილე, სოფლის მეორნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამდედ ყველის სამშობლოცაა, რომლის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში 28-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
„ფესტივალის მიზანი ყველის, როგორც უძველესი ტრადიციული ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა, რაც ქართულ ნაწარმს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება“-აღნიშნა გოროზიამ.
სპეციალურად ამ ფესტივალისთვის წინანდალში, საქართველოს ყველა რეგიონიდან 40-მდე ყველის მწარმოებელი კომპანია და წვრილი ფერმერი ჩავიდა. ყველისაგან დამზადებულ ორიგინალურ ფიგურებს და ტრადიციული სუფრისათვის დამახასიათებელ ექსპონატებს ისინი ადგილზე ქმნიან.
ფესტივალი ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს.
ფესტივალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შეუერთდა. მან წინანდალში ჩასვლამდე გურჯაანში სპორტული კომპლექსის მშენებლობა და ნაყინის ქარხანა დაათვალიერა.
