ამერიკულმა საგანმანათლებლო ცენტრმა LanGate-მა და საქართველოს კარატეს ფედერაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ამერიკულმა საგანმანათლებლო ცენტრმა LanGate-მა და საქართველოს კარატეს ფედერაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
15:55 15.02.2012
ამერიკულმა საგანმანათლებლო ცენტრმა LanGate-მა და საქართველოს კარატეს ფედერაციამ, ერთობლივი პროექტის - "ინგლისური ენა სპორტსმენთა წარმატებისთვის შესახებ" ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  როგორც "ნიუსპრესს" ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრში განუცხადეს, მხარეები რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლებენ. კერძოდ კი კარატეს ფედერაციის წევრები შეისწავლიან ინგლისურ ენას პროფესიულ დონეზე. ასევე პროექტის ფარგლებში LanGate-ს შენობაში იგეგმება ქართველი სპორტსმენების კუთხის გახსნა. ცენტრი საინტერესო სპორტსმენებთან შეხვედრებს სისტემატურად გამართავს, მათი საზღვარგარეთ წარმატების შემთხვევაში კი გაიმართება ვიდეოხიდები, რაც მედიას და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს ასპარეზობის შედეგების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად, პირველწყაროდან შეიტყონ;
"მიგვაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ქართული სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს, რადგან სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ საასპარეზოდ ხშირად მიემგზავრებიან და ქვეყნის სახეს წარმოადგენენ, არა მხოლოდ სპორტული კუთხით უნდა იყვნენ მომზადებულები. მათ უცხო ქვეყანაში თავისუფლად უნდა შეძლონ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის პრეზენტირება" - ნათქვამია LanGate-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა