საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
10:28 21.04.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ რავალპინდიში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
სამინისტრო კატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ქალაქ რავალპინდიში კატასტროფა სამგზავრო თვითმფრინავმა წუხელ განიცადა. მასში 130-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტში, ცუდი ამინდის პირობებში ცდილობდა დაშვებას.
თვითმფრინავი სამხრეთის ქალაქ კარაჩიდან მიფრინავდა. არსებული ინფორმაციით თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი და მგზავრი გარდაიცვალა.

ბეჭდვა