საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების ახალი ვებ და ბეჭდური
ატლასები შეიქმნა. ატლასის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს შედგება.
ატლასი პროექტ „ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ ფარგლებში შიექმნა. იგი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა და ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული სისტემების და დედამიწის კვლევის ფაკულტეტმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 2010-2012 წლებში განახორციელეს.
გარდა ატლასისა, რისკის შეფასების სახელმძღვანელო ინსტრუქციები მომზადდა. ამასთან, კატასტროფების რისკების მონაცემების მართვისა და ანალიზის ახალი სისტემა და რისკის კომუნიკაციის სტრატეგია შემუშავდა.
დღეს პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას გარემოს დაცვის მინისტრი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1995-2011 წლებში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიური პროცესებით გამოწვეულმა ზარალმა 2,338.5 მლნ ლარი შეადგინა.
