ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია
ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია
10:33 20.04.2012
ძლიერმა წვიმამ თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები და სარდაფები დატბორა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, კოკისპირული წვიმის შედეგად, ნაძალადევის  რაიონში ბეჟანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა და 15 კვადრატული მეტრი ფართობი დაზიანდა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წვიმის გამო, გვიან ღამით 17 გამოძახება დაფიქსირდა.
წვიმის შედეგად ვაკეში, სუპერმარკეტ "გუდვილთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც დაიტბორა. წყლის სიმაღლემ 20-30 სმ-ს მიაღწია. წყალმა საცხოვრებელი სახლების სარდაფებშიც შეაღწია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სამაშველო სამსახური მობილიზებული იყო.

ბეჭდვა