ავიატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ
ავიატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ
09:44 20.04.2012
ავიაციის ყოფილი თანამშრომლები კომპენსაციის ყოველთვიური თანხის გაზრდის მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს აქციას გამართავენ.
როგორც მათ "ნიუსპრესს" განუცხადეს ავიაციის ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 100 ლარამდე დახმარებას იღებენ, რაც მათ საარსებოდ არ ჰყოფნით.
"სულ 300 ავიატორი დავრჩით და ისინიც შიმშილით ვიხოცებით" -განუცხადა "ნიუსპრესს" "საქართველოს მფრინავთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ალბერტ ნურბეკიანმა.
ავიატორები ამასთან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისგან პირდაპირ ეთერსაც მოითხოვენ.

ბეჭდვა