თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა
09:38 20.04.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 16.00 საათამდე პეკინის  გამზირს, ბახტრიონის, კოსტავას, იყალთოს, იოსებიძის, ხვიჩიას და საბურთალოს ქუჩებს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 11-დან 18.00 საათამდე ახვლედიანის, ქიაჩელის, ვაშლოვანის, კოსტავას ქუჩებს, ხოლო 16.00 საათამდე თაბუკაშვილის, ათონელის, ჭანტურიას და 9 აპრილის ქუჩებს შეეზღუდება.
შუქი 16-დან 19.00 საათამდე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირს, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ნუცუბიძის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის აბონენტებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 13.00 საათამდე ნაძალადევის რაიონში თემქის დასახლების IX, X კვარტლების და XI მიკრორაიონის I კვარტლის მოსახლეობას არ მიეწოდება.
ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი" სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 16.00 საათამდე ისნის რაიონში ჩოხელის, წულაძის, როსტომაშვილის, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 13.00 საათამდე ქეთევან წამებულის გამზირს, დუშეთის, არმაზის, არარატის, ალაზნის, იორის, გელათისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

ბეჭდვა