უამინდობის გამო თბილისში 300-მდე ადამიანი დაშავდა
უამინდობის გამო თბილისში 300-მდე ადამიანი დაშავდა
12:36 15.02.2012
უამინდობისა და ყინვის გამო მიღებული სხვადასხვა დაზიანებებით ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს სამასამდე ადამიანმა მიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერია დიდთოვლობის შედეგად დაშავებულ დაუზღვეველ მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯებს უნაზღაურებს.
რაც შეეხება დროებით თავშესაფრებს, თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ათეულობით უსახლკარომ მიმართა. მათივე ცნობით, უახლოესი თვეების განმავლობაში დროებითი თავშესაფრების ფუნქციონირების შეწყვეტა არ იგეგმება.

ბეჭდვა