კავკასიის უნივერსიტეტში დღეს „საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი“ გაიხსნა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი
ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული. იგი როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო სექტორისთვის ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული.
პრეზენტაციაზე ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, კვლევის სფერო და სპეციფიკა, მისია, მომავალი სამოქმედო გეგმები და სხვა საკითხები განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის განვითარების” შედეგების განხილვა შედგა.
ცენტრის პრეზეტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, USAID საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზა ლამბერტი დაესწრნენ.
