ზემო ფონიჭალას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება
ზემო ფონიჭალას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება
10:57 15.02.2012
წყალსადენის დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 18:00 საათამდე ზემო ფონიჭალის დასახლებას წყალმომარაგება შეუწყდება, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს.
რაც შეეხება არაგვის ხეობაში გუშინ, ძლიერი ყინვის გამო დაზიანებულ ორ მაგისტრალურ წყალდენს, კომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მილსადენი უკვე აღდგენილია და გათიშული აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება დილიდან აღუდგა. მეორე წყალდენის აღდგენის სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება და დარჩენილ აბონენტებს წყლის მიწოდება დღეს, 14.00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.
არაგვის ხეობაში ძლიერმა ყინვამ გუშინ ავარიულად დააზიანა წიწამურში გამავალი ფოლადის ორი - 1400 მმ-იანი მე-6 და მე-7 მაგისტრალური წყალდენი, რის გამოც დედაქალაქის დიდ ნაწილს წყლის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.

ბეჭდვა