ტერფების მოყინვით კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ტერფების მოყინვით კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
10:32 15.02.2012
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ტერფების მოყინვით შეყვანილი ორი პაციენტი თავს უკეთ გრძნობს.
 როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოდან აცნობეს, 21 და 66 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისი მკურნალობის შედეგად, გაუმჯობესებულია.
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოს გუშინ, ტერფების მოყინვით ორმა პაციენტმა მიმართა. ისინი სოფელ ჩუმათელეთიდან და ხარაგაულის რაიონიდან გადმოიყვანეს. ორივე მათგანს ტერფების მოყინვა აღენიშნებოდა.



ბეჭდვა