თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
18:53 18.04.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 16.00 საათამდე თორნიკე ერისთავის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, თმოგვის, ქართლის, ლომთათიძის, ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში ტაბიძის, აბესაძის, პუშკინის, ფურცელაძის, ჩახრუხაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ავლევის, ვეკუას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს შეეზღუდებათ.
ქვესადგურში „ნავთლუღი-2“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 13.00 საათამდე სამგორის რაიონში ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშებათ.

ბეჭდვა