საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ფუნქციები განისაზღვრა
საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ფუნქციები განისაზღვრა
18:19 18.04.2012
საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ერთი-ერთი ფუნქცია ქვეყნის კულტურულ და ტრადიციულ ბრენდებზე კონცეფციის შემუშავება იქნება.

საქართველოს მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება დაამტკიცა.

დებულების თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა შედის. ასევე საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, პოპულარიზაციისთვის ღონისძიებების განხორციელება და ქვეყნის პოტენციალის საზღვარგარეთ წარდგენა.

საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს უფროსს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.

ბეჭდვა