ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვისკონკურსი თემაზე „ადამიანის უფლებები - ფოკუსი წამებაზე“ გამოცხადდა.
კონკურსის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ წამებაზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალის გამოვლენაა.
ჯილდო 5 ნომინაციისთვის დაწესდა - საუკეთესო ტელე სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო საგაზეთო ჟურნალისტური გამოძიება, საუკეთესო საგაზეთო სტატია და საუკეთესო ბლოგ-პოსტი.
გამარჯვებულ ჟურნალისტებს ფულადი პრიზი - 700 ლარი გადაეცემათ. დაჯილოება 2012 წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
კონკურსის ორგანიზატორები წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არიან.
