საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხებზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" პრეზენტაცია გამართა.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კონფერენცია სახელწოდებით "დაინტერესებულ მხარეთა მრგვალი მაგიდა – მზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად" UშAID-ის და IღEX–ის თაოსნობით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს უშიშროების საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამაუწყებლო კომპანიების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნება როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ისე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამაუწყებლო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები. როგორც კომისიაში აცხადებენ, ჯგუფის მუშაობა ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელდება.
