თბილისის მერი გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება.
გიგი უგულავა ბერლინის მერს კლაუს ჰოვერაიტს შეხვდა.
მათ თბილისსა და ბერლინს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის, კულტურული კავშირების განმტკიცებისა და ქალაქის მართვის სფეროებში გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
თბილისის მერმა გერმანელ კოლეგას ქალაქში განხორციელებული ის რეფორმები გააცნო, რომელიც ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას ეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დედაქალაქებთან, განსაკუთრებით კი ბერლინთან ურთიერთობის გაღრმავება. იმიტომ, რომ ბერლინი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში“- განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ბერლინის მერთან შეხვედრაზე ქალაქში არსებულ სტაბილურ ბიზნეს გარემოზე, ინვესტიციების მიზიდვისა და ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრეს.
