3 წლის გოგონა აბებით მოიწამლა
3 წლის გოგონა აბებით მოიწამლა
11:27 18.04.2012
ლაგოდეხში 3 წლის ბავშვის მედიკამენტებით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.
3 წლის გოგონამ რამდენიმე აბი წნევის წამალი დალია. ბავშვს პირველადი დახმარება ყვარლის რაიონის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, თუმცა, მდგომარეობის გართულების შემდეგ, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ის თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების განცხადებით, ამჟამად, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბეჭდვა