აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვევა და უნივერსიტეტის რექტორს დოქტორ ერჯან თუნჯსა და პრორექტორს გიული ალასანიას შეხვდება.
უნივერსიტეტში სტუმრობისას ბასი სტუდენტებსა და პროფესორებს სიტყვით მიმართავს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშზე ისაუბრებს, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ასევე, საუბარი შეეხება აშშ-ის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად მიღებულ ზომებზე.
