დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია დღეს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის "ისწავლე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ თურქ სტუდენტებს შეხვდება.
ერთობლივ პროგრამას - „ისწავლე საქართველოში“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლების სამინისტრო და ლიდერი უნივერსიტეტები ახორციელებენ.
პროგრამა თურქეთში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვისაა შემუშავებული და საქართველოს მთავარ უმაღლეს სასწავლებლებში მათ უგამოცდოდ ჩარიცხვას ითვალისწინებს.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ამ პროგრამით ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სრულად დაფინანსდება. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
