კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მასმედიისთვის „ღია კარის“ დღე გაიმართება
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მასმედიისთვის „ღია კარის“ დღე გაიმართება
09:48 18.04.2012
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის თაობაზე ინფორმირების მიზნით, დღეს ჟურნალისტებისთვის „ღია კარის“ დღე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „ღია კარის“ დღეს მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან ინფორმციას ზოგადად რადიოსიხშირული სპექტრის შესახებ, კერძოდ, რა სახის სიხშირეები არსებობს და როგორ ხდება სხვადასხვა სიხშირული ზოლის გამოყენება სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის.
ეროვნულ კომისიაში შეხვედრები ყოველთვიურად იმართება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ტელე-საკომუნიკაციო სფეროს აშუქებენ.

ბეჭდვა