საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხატმწერთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხატმწერთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
09:41 18.04.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, დღეს ხატმწერ ქეთევან ყურაშვილისა და ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, ნამუშევრების გამოფენა 21 აპრილამდე გაგრძელდება და მასზე 12-16 წლის ასაკის მოსწავლეების მიერ შექმნილ ხატებს წარმოადგენენ.
გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება.

ბეჭდვა