თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
09:37 18.04.2012
გლდანი-ნაძალადევისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, „მახათას“ ქვესადგურში სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 18 საათამდე თემქის IV, IX, X, XI მიკრორაიონების, ხევძმარის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ფეიქრების, წყალსადენის, ცოდნისკარის, საჩხერის, შატილის, ურეკის, ტყიბულისა და ჩარგლის ქუჩებს არ მიეწოდებათ.

„ღრმაღელის“ ქვესადგურში მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კი, 10-დან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონში თორნიკე ერისთავის, ღრმაღელის, ჭყონდიდელის, ნინუას და წიწამურის ქუჩებზე მდებარე ორგანიზაციებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ქვესადგურში „სოლოლაკი“ იგივე სახის სამუშაოების გამო, 10-დან 16 საათამდე შუქი ამაღლების, წავკისის, შინდისის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, ჩიტაძის, ინგოროყვას, დადიანის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, გუდიაშვილის, ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.





ბეჭდვა