პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის დაწყებას ისტორიულ ფაქტს უწოდებს
პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის დაწყებას ისტორიულ ფაქტს უწოდებს
18:36 17.04.2012
ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის  ტაძრის მშენებლობის დაწყების დღეს ისტორიული უწოდა.
"ეს ისტორიული დღეა - ქართველი ერი ივერიის ღვთისმშობლის ხატისთვის სავანის შენებას იწყებს. რაც მთავარია, ტაძარს ყველანი ერთად ვაშენებთ - ერიც და ბერიც, ცოცხლებიც და გარდაცვლილებიც. ივერიის ღვთისმშობელი აქ ადგილს დაიმკვიდრებს, ჩვენ ამის ყველას გვჯერა" - განაცხადა ბურჭულაძემ მშენებლობის დაწყების წინ.
ტაძრის მშენებლობას საძირკველი დღეს ჩაეყრება. ტაძრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.
მახათას მთაზე გამოყოფილია რამდენიმე ადგილი, სადაც მრევლი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საძირკველში მოსათავსებელ ქვებს აგროვებს, რომელზეც საკუთარ და ახლობლების სახელებს აწერს.

ბეჭდვა