საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.
როგორც "ნიუსპრესს" კომისიიდან აცნობეს, აუქციონის გამართვა ტელეკომპანია "მეგა ტვ"–ს განცხადების საფუძველზე გადაწყდა.
ტელეკომპანია "მეგა ტვ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბრიდან ქუთაისში მდებარე შპს "სატელიტსერვისის", შპს "ბეტა ტვ"–ს, ინდ-მეწარმე "გოჩა ლილუაშვილის" და შპს "ერას" სტუდიებამდე რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ითხოვს.
კომისიის ინფორმაციით, აუქციონი 11 მაისს 13:00 საათზე გაიმართება. ლიცენზიის საწყისი ფასი 1 236 ლარია.
