საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ხვალ ხატმწერ ქეთევან ყურაშვილისა და ილია მართლის სახელობის
სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, ნამუშევრების გამოფენა 21 აპრილამდე გაგრძელდება და მასზე 12-16 წლის ასაკის მოსწავლეების მიერ შექმნილ ხატებს წარმოადგენენ.
გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება.
