„კარლსბერგმა“„ევრო 2012“-ზე დასწრების მსურველთათვის აქცია დაიწყო
„კარლსბერგმა“„ევრო 2012“-ზე დასწრების მსურველთათვის აქცია დაიწყო
14:08 17.04.2012
კომპანია „კარლსბერგი“ ფეხბურთის მოყვარულებს „ევრო 2012“-ზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.
დღეიდან ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს შეუძლიათ „კარლსბერგის“ კამპანია “I SWEAR” (პირობას ვდებ) ჩაერთონ  და პოლონეთში „ევრო 2012“-ის მატჩზე დასასწრები საგზურები მოიპოვონ.
კამპანიის დაწყების შესახებ „კარლსბერგმა“ დღეს „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება.
ყველას, ვინც 10 აპრილიდან 1 ივლისის ჩათვლით სპეციალური პრომოშეფუთვით ლუდ „კარლსბერგს“ შეიძენს, შეაგროვებს მის 10 თავსახურს ან ქილის გასაღებს, შეუძლია ისინი სხვადასხვა საჩუქარში გადაცვლოს.
რაც შეეხება კამპანიას „პირობას ვდებ“, ის სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით ჩატარდება. გულშემატკივრებმა 18 წლის ასაკიდან ზემოთ, კომპანიის ვებ-გვერდზე facebook.com/Carlsberg Georgia, უნდა უპასუხონ კითხვას - რას გააკეთებ, რომ მოხვდე „უეფა ევრო 2012“-ზე? გამარჯვებულად გამოცხადდება პირი, ვისაც ყველაზე მეტი „მოწონება“ ექნება. შემდეგ მათ უნდა ატვირთონ პასუხის ვიდეოჩანაწერი, სადაც დადებულ პირობას დაადასტურებენ. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს.
„მიგვაჩნია, რომ ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს მსოფლიოს 7 მილიარდ გულშემატკივართან ერთად, ყველაზე პოპულარულ გათამაშებაში ჩართვას“ - განაცხადა „კარლსბერგ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი ბოჭორიშვილმა.
პირველი საჩუქრების მფლობელები დღეს მედიის წარმომადგენლები გახდნენ. მათთვის პრესკონფერენციაზე სიმბოლური გათამაშება მოეწყო.

ბეჭდვა