გორში ,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნება
გორში ,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნება
11:30 17.04.2012
,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული გორში ტრადიციულად დღეს აღინიშნება.
ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში, დღეს სამთავისისა და გორის  მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სადღესასწაულო წირვა-ლოცვას აღავლენს. წირვის შემდეგ, მრევლი ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობას მოაწყობს.
როგორც "ნიუსპრესს" გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, "ოქონობასთან" დაკავშირებით, გორში სხვა ღონისძიებებიც იგეგმება. სერგი მაკალათიას სახელობის გორის სახელმწიფო ისტორიულ-ენთოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყობა, სადაც მუზეუმის ექსპონატები და გორის ფოტოები გამოიფინება.
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლი ,,დავა, გაყრა, ძუნწი ანუ როგორც გენებოთ" გაიმართება.
დღის ბოლოს მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში კონცერტი ჩატარდება.
"ოქონობა" წელს მეცხრედ აღინიშნება. ეს დღესასწაული საუკუნეების წინ მივიწყებული ტრადიციაა. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ოქონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. 2004 წლიდან კი, ის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.

ბეჭდვა