დიმიტრი შაშკინმა IRI - ის ოფისში შეხვედრა გამართა
დიმიტრი შაშკინმა IRI - ის ოფისში შეხვედრა გამართა
17:18 14.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  სათაო ოფისში შეხვედრა გამართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის პროგრამებზე - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" და "კომპიუტერი პირველკლასელებისთვის" გაკეთდა.
IRI - ის ხელმძღვანელმა სტივ ნიკსმა საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.


ბეჭდვა