იტალიაში რომის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა, თბილისის სახელი ეწოდოს. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ რომის მერთან შეხვედრაზე განაცხადა.
"იტალიელი კოლეგისგან მივიღე დაპირება, რომ საკრებულო თბილისის სახელის რომელიმე ქუჩისთვის დარქმევის იდეას განიხილავს. გარდა ამისა, ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე, რიგი საკითხები, რომლებიც ყველა ძველი ისტორიული ქალაქისთვისაა დამახასიათებელი" - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერი გიგი უგულავა სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება.
რომის მერთან საუბრისას უგულავამ ის პროექტები და ინიციატივები განიხილა, რომელიც ორი ქალაქის დაახლოებას შეუწყობს ხელს.
უგულავა სიტყვით საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზეც გამოვიდა.
