ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრი შესაძლოა, დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას
ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრი შესაძლოა, დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას
13:03 14.04.2012
ბაზალეთის გარდა, ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა დასავლეთ საქართველოშიც იგეგმება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთლმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედება იგეგმება, ერთი დასავლეთ საქართველოში მოეწყობა, თუმცა, კონკრეტული ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

პარლამენტში მეორე მოსმენით ანტინარკოტიკული კანონმდებლობა განიხილება, რომელიც ნარკომანთა სარეაბილიტაციო საკითხებს ეხება.

"ერთ- ერთი მთავარი პრინციპი სარეაბილიტაციო და სამკურნალო ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ბაზალეთზე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, ტერიტორია შერჩეულია და გარკვეული სამუშაოები განხორციელებულია" - განაცხადა გიგი წერეთელმა.


ბეჭდვა