თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
12:31 14.04.2012
თბილისის ზოგირთ ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყალი იპოლიტოვ ივანოვოს ქუჩაზე, 1400 მმ-იან  მე-7 მაგისტრალურ წყალდენზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 06:00 საათიდან სოფელ გლდანსა და გიორგიწმინდას, გლდანულას, „კონიაკის“, „გაზის“, „ცენტროლიტის“ და მუხიანის სამხედრო დასახლებებს შეუწყდა.
შეზღუდვა გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და თემქის III მ/რაიონს, ანდრონიკაშვილისა და ბიჭვინთის ქუჩებს, ასევე, „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანასაც ეხება.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 23:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

ბეჭდვა