აღდგომის დღესასწაულებზე საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს"გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში
განუცხადეს, ხვალ დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ქარი იქროლებს. ფოთში და კოლხეთის დაბლობზე მისი სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში იქნება.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ხვალისთვის 31 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 27 გრადუსი სითბო იქნება.
ქვეყანაში აღდგომის ღამეც თბილი და უნალექო იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, 16 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, ტემპერატურის კლება არ არის ნავარაუდევი.
