"ტენტორიუმი" მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციას გამართავს
"ტენტორიუმი" მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციას გამართავს
11:40 14.04.2012
კომპანია "ტენტორიუმი" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საგურამოს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ხვალ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
აქციის ფარგლებში ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცემათ, მოეწყობა გასართობი აქტივობები.
ბავშვები "ტენტორიუმის" ფუტკრებთან - ჟუ-ჟუსთან და ჟო-ჟოსთან ერთად სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებენ.
აქციის ბოლოს კინოთეატრ "ამირან"-ში საბავშვო ანიმაციური ფილმის "ანოს და ვანოს თავგადასავალი"-ს ჩვენება გაიმართება.

ბეჭდვა