რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
11:28 14.04.2012
ქართველი ძალოსანი რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მან თურქეთში, ანკარაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ცირეკიძე ერთადერთი სპორტსმენი იყო, რომელმაც პირველივე მოძრაობაში 160, 163 და 165 კილოგრამი დასძლია. მან ოქროს მედალი მოიპოვა.
მეორე ადგილზე თურქი ფათიხ ბეიდარი, ხოლო მესამეზე რუმინელი გაბრიელ სინჩრაიანი გავიდნენ.


ბეჭდვა