ზუგდიდში კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
ზუგდიდში კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
10:27 14.04.2012
ზუგდიდში კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  ინფორმაციით, სამინისტროსა და კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ერთობლივი მუშაობის შედეგად, აღნიშნული ჩასახლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მოხერხდა.
ზუგდიდში მცხოვრები დევნილებისთვის დენის გათიშვა კოტეჯების გვერდით მდებარე კომპაქტური ობიექტის გამრიცხველიანების პროცესმა გამოიწვია, რადგან ენერგოკომპანიამ კოტეჯებს ელექტროსადენები ჩაუჭრა. კოტეჯების ინდივიდუალური გამრიცხველიანება კი იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ ისინი ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.



ბეჭდვა